ბრიტანეთის ტეიტის მუზეუმები 1500 წლიდან 2020 წლამდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების კოლექციებს მასპინძლობს. მოცემულ კოლექციებში თქვენ შეხვდებით ნახატებს, ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს, სკულპტურებს… გამომდინარე იქედან, რომ მუზეუმის საგამოფენო დარბაზები ამჟამად დახურულია, მუზეუმი გვთავაზობს ხუთ მნიშვნელოვან ვირტუალურ გამოფენას, რომელიც უნდა ნახოთ.
ამ ქრონოლოგიურ გამოფენაზე თქვენ გეძლევათ საშუალება გაიგოთ 1540 წლიდან დღემდე ბრიტანეთის ხელოვნების ისტორიაში არსებული მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, გაეცნოთ ხელოვნების მიმდინარეობებსა და მათი როლს ინოვაციური ხელოვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
ხელოვანი და საზოგადოება – ამ ჟანრში მომუშავე ხელოვანები გადმოსცემენ იმ საკითხებს, რომლებიც მიგრაციასთან, საკუთარი თავის წარდგენასა და გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული. ხსენებულ გამოფენაზე მნახველი იხილავს მიშელ ეპშტეინისა და დეივიდ გოლდბლატის ნამუშევრებს.
რა გავლენა აქვს ახალ ამბებს ხელოვნებაზე? ამ გამოფენაზე თქვენ გასული 100 წლის განმავლობაში შექმნილ იმ პოსტერებს, ფოტოგრაფიულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს იხილავთ, რომლებიც ტექნოლოგიებს, კონსუმერიზმსა და ცნობილ ადამიანებს ეხმიანებიან.
2050 წლისთვის ურბანიზაციის დონე მსოფლიო მასშტაბით 68%-ს მიაღწევს. ზემოხსენებულ გამოფენაზე მნახველს აქვს საშუალება იხილოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც გვიჩვენებენ ქალაქის არქიტექტურას, ქალაქური ცხოვრების ესთეტიკასა და კომპლექსურობას.
გამოფენა მასალები და ნივთები გვიჩვენებს ნამუშევრებს, რომლებიც კლიმატურ კატასტროფას ეხმიანებიან. აქ შეხვდებით იმგვარი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ჰეიგუი იანგი და რუდოლფ სტინგელი.
წყარო: Aesthetica Magazine