გაბრიელ გარსია მარკესის საყვარელი წიგნები

კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი, გამომცემელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, გაბრიელ გარსია მარკესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა XX საუკუნის ლიტერატურაში. მისი წიგნების ძალა იმდენად დიდია, რომ 2006 წელს, მწერლის მშობლიური ქალაქის, არაკატაკას მერმა მოისურვა ქალაქის სახელი „მარტოობის ასი წელიწადის“ ფიქტიური ქალაქის, „მაკონდოს“, საპატივცემულოდ გადაერქვა, თუმცა, ჩანაფიქრი არ გამოვიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. გაბო, როგორც მარკესს შემოკლებით ეძახიან, უკვე მრავალი წელია სხვადასხვა თაობებს თავს აყვარებს და შთააგონებს გახდნენ უკეთესი ადამიანები.

© Colita/Corbis.

მწერალს ბავშვობიდან იტაცებდა კითხვა. მისი თქმით, ლიცეუმში სწავლისას ყველაზე მეტად უყვარდა დღის ის ნაწილი, როდესაც წიგნებს ხმამაღლა კითხულობდნენ. 2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მემუარების კრებული “იცხოვრე, რათა მოჰყვე”. მემუარებში მწერალი გვიყვება ყველაზე საყვარელი წიგნების შესახებ. გთავაზობთ იმ წიგნების ნაწილს, რომლებმაც გაბრიელ გარსია მარკესს უბიძგეს მწერალი გამხდარიყო და საკუთარი სამყაროები შეექმნა:

  • სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“
  • თომას მანის „ჯადოსნური მთა“
  • ჯეიმზ ჯოისის „ულისე“
  • უილიამ ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარება“
  • ჯონ სტეინბეკის „მრისხანების მტევნები“
  • ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“
  • ალექსანდრ დიუმას „კაცი რკინის ნიღაბში“
  • ჰერმან მელვილის „მობი დიკი“
  • ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“
  • ვირჯინია ვულფის „მისის დოლოვეი“
  • დევით ჰერბერტ ლორენსის „ვაჟები და საყვარლები“