გაგარინის მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ

59 წლის წინ კოსმონავტი იური გაგარინი მსოფლიოში პირველი იყო, ვინც დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში გაფრინდა. 1961 წლის 12 აპრილის შემდეგ საბჭოთა კოსმონავტი დედამიწის ყველაზე ცნობილი პიროვნება გახდა. სახელმწიფოები გაგარინს სტუმრად ეპატიჟებოდნენ. ორ წელიწადში მან დაახლოებით 30 ქვეყანა მოინახულა.

იური გაგარინის დახვედრა მოსკოვში

გაგარინის პირველი სადღესასწაულო დახვედრა მოსკოვში 14 აპრილს გაიმართა, მას მთელი ქალაქის მოსახლეობა ესწრებოდა. მოქალაქეები არღვევდნენ პოლიციის ბარიკადებს, ისროდნენ თაიგულებს და ისმოდა შეძახილები „კოსმოსი ჩვენია !“.

ჩეხოსლოვაკია

ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტმა იური გაგარინს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს კი პირველი კოსმონავტი სასაუზმოდ ბუკინგემის სასახლეში დაპატიჟეს.

კუბა

კუბაში გაგარინს შეხვდნენ ფიდელ კასტრო, კუბის პრეზიდენტი ოსვალდო დორტიკოსი და კომანდანტი ჩე გევარა. კოსმონავტს კუბაში ჩამოფრენისას ტროპიკული თავსხმა წვიმა დახვდა, მას მაშინვე შესთავაზეს მოსასხამი, თუმცა როდესაც გაგარინმა დაინახა რომ ყველა სხვა დანარჩენი წვიმის ქვეშ იდგა, უარი განაცხადა და თვითმფრინავიდან მისი თეთრი კიტელით ჩამოვიდა.

ბრაზილია

იური გაგარინთან პირადად შეხვედრის სურვილი ძალიან ბევრ ბრაზილიელს ჰქონდა, პოლიციას მათი დარბევა და კოსმონავტის საცხოვრებელ სასტუმროსთან ბარიკადების აღმართვა მოუწია.

ინდოეთი

ინდოეთში გაგარინი მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. იგი შეხვდა ინდოეთის პირველ პრემიერ-მინისტრს, ჯავაჰარლალ ნერუს, ინდური კინოინდუსტრიის ვარსკვლავს, რადჟემ კაპურს, და შემოიარა ქვეყნის თითქმის ხუთი ათასი კილომეტრი. კოსმონავტის ინდოეთში მოგზაურობის დროს ბომბეიში ტაქსის მძღოლები საბჭოთა ტურისტებს უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ.

ეგვიპტე

ეგვიპტეში გაგარინმა მოინახულა გიზის პირამიდები და ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ნიმუში, ქალაქი ლუქსორი. დამშვიდობებისას მას კაიროსა და ალექსანდრიის სიმბოლური გასაღები გადასცეს, ქვეყნის პრეზიდენტმა კი კოსმონავტს რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი, „ნილოსის სამკაული“, მიანიჭა.

იაპონია

იაპონია იყო პირველი საზღვარგარეთის ქვეყანა, რომელიც გაგარინმა კოსმოსიდან დაინახა.

საფრანგეთი

საფრანგეთში იური გაგარინმა ორჯერ იმოგზაურა, ერთერთი ვიზიტის დროს მან ფირმა Matra მოინახულა. როგორც კი კოსმონავტმა ფირმის ერთ-ერთი ავტომობილი შეაქო, მაშინვე დასაჩუქრდა ლურჯი ფერის Matra-Bonnet Jet VS-ის გასაღებით. გაგარინი მოსკოვში ნაჩუქარი მანქანით მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.