რიანა და ტვიტერის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი, ერთობლივად, 4.2 მილიონ დოლარს გადარიცხავენ ლოს-ანჯელესის მერიის ფონდში.
ფული მოხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების თავშესაფრებით, საკვებით, ფსიქოლოგიური კონსულტაციით უზრუნველყოფას 10 კვირის განმავლობაში.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად რიანასა და ჯეკ დორსს თანხა აქამდეც ჰქონდათ გამოყოფილი. როგორც ცნობილია, რიანამ ამისათვის უკვე გაიღო 5 მლნ აშშ დოლარი.