ალმადოვარის კარანტინის დღიურები და კინო რეკომენდაციები

გამოცემა Indwire ოსკაროსანი ესპანელი კინორეჟისორის,  პედრო ალმადოვარის, კარანტინში დაწერილ დღიურებს აქვეყნებს.

Jay L. Clendenin / Los Angeles Times

დღიურის პირველი ნაწილი „ხანგრძლივი მოგზაურობა ღამისკენ“ 23 მარტს დაიწერა. ამ ნაწილში რეჟისორი აღწერს თუ როგორ უმკლავდება თვითიზოლაციას და ახსენებს ფილმებს, რომელთა ყურებაშიც შვება იპოვა. მათ შორისაა ამერიკული B კატეგორიის ანუ დაბალბიუჯეტური კომერციული ფილმები:

  • „საოცარი დაპატარავებული კაცი“ (The Incredible Shrinking Man) – 1957
  • „მე ვარ ლეგენდა“ (I Am Legend) – 1957
  • „ბინდის ზონა“ (The Twilight Zone) – 1959
  • „დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა“ (The Day the Earth Stood Still) – 1951
  • „მოსვლისთანავე გარდაცვლი“ (D.O.A-Dead On Arrival) – 1949
  • „აკრძალული პლანეტა“ (Forbidden Planet) – 1956
  • „სხეულთა მიმტაცებლების შემოჭრა“ (Invasion of the Body Snatchers) – 1955
  • ასევე ნახსენებია:
  • „პოლიციელი“ (Un flic) – 1972
  • „გოლდფინგერი“ (Goldfinger) – 1964
  • „მზე კომშის ხის ფოთოლში“ (The Quince Tree Sun) – 1992

დღიურში ასევე აღწერილია, თუ როგორ დაამწუხრა ალმადოვარი ცნობამ მსახიობ ლუჩია ბოზეს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ. ის იხსენებს ფილმს „ერთი სიყვარულის ქრონიკა“ (Story of a Love Affair), რომელშიც ეს ულამაზესი მსახიობი მონაწილეობდა. რეჟისორი ტკივილით იხსენებს  2012 წელს გარდაცვლილ მომღერალ ჩაველა ვარგასსაც და საუბრობს 2017 წელს მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე „ჩაველა“(Chavela).

დღიურის მეორე ნაწილში ალმადოვარი წერს თავის მოგონებებზე მადონას, უორენ ბიტისა და ოსკარის დაჯილდოების შესახებ. დღიურში დეტალურადაა აღწერილი 1990 წლის ფლამენკოს წვეულება, სადაც, რეჟისორის თქმით, მადონა მას და წვეულების კიდევ ერთ სტუმარს –  ანტონიო ბანდერასს „სულელებივით მოექცა“.  მისი თქმით, მადონა ძალიან დაინტერესებული იყო იმ დროს პოპულარობის პიკში მყოფი ბანდერასით და ამის გამოხატვას წვეულებაზე ანტონიოს მეუღლის ყოფნის მიუხედავადაც არ ერიდებოდა. ესპანელი მსახიობი იმ დროს ინგლისურად ვერ საუბრობდა, ამიტომ მადონა ალმადოვარს, რომელიც ბანდერასთან ერთად თავის მაგიდასთან დასვა, თარჯიმნად იყენებდა. 

ამავე ნაწილში, ალმადოვარი გვირჩევს საყვარელი რეჟისორის, ბრაიან დე პალმას რამდენიმე ფილმს: „დები“ (Sisters), „სამოთხის აჩრდილი“ (Phantom of the Paradise), „კარლიტოს გზა“, (Carlito’s Way), „მონაცვლე სხეული“ (Body Double).

დღიურის მესამე ნაწილი კი მთლიანად პედრო ალმადოვარის საყვარელი ფილმებისა და წიგნების რეკომენდაციებს ეძღვნება.

წიგნები:

  • Las bieuty queens (The Beauty Queens)
  • Desierto sonoro (Lost Children Archive)
  • La madre de Frankenstein (Frankenstein’s Mother)

და 11 ფილმი:

  • „მაიმუნის ოინები“ (Monkey Business)-1952
  • „ფილადელფიური ისტორია“ (The Philadelphia Story)-1940
  • „შუაღამე“ (Midnight) – 1939
  • „ყოფნა არ ყონფა“ (To Be or Not To Be) – 1983
  • „პირველი გვერდი“ (The Front Page) – 1983
  • „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” (Some Like It Hot) – 1959
  • „მდიდარი და ცნობილი“ (Rich and Famous) – 1981
  • „მე ვიყავი ომის პატარძალი კაცი“ (I Was a Male War Bride) – 1949
  • „ვარსკვლავის დაბადება“ (A Star Is Born) – 1954 წლის ჯორჯ კიუკორის ვერსია
  • „ცხოვრების დიზაინი“ (Design for Living) – 1933
  • „კასა ფლორა“ (Casa Flora) – 1973