კორონავირუსის პანდემიის შედეგად დამწყები დიზაინერებისთვის კონკურსის LVMH PRIZE-ის წესები შეიცვალა. წელს დამწყები დიზაინერებისთვის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში ყველა მონაწილე გამარჯვებულია.
დაჯილდოვება 5 ივნისს პარიზში უნდა გამართულიყო. ღონისძიება ვეღარ ჩატარდება, ამიტომ 300,000 ევრო, რომელიც ერთ გამარჯვებულს უნდა გადასცემოდა, უკვე გამოვლენილ რვა ფინალისტზე თანაბრად გადაუნაწილდება.