73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ეკლესიასთან ტიტების გაყიდვის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს, მოქალაქეებმა მხარდასაჭერად 5000 ლარი შეუგროვეს.
თელაველი კაცი ბზობის დღესასწაულზე დააჯარიმეს ყვავილების გაყიდვისთვის. მოქალაქე ამბობს, რომ სულ 9 ყვავილის გაყიდვა მოასწრო, რაშიც 6 ლარი აიღო. ყვავილების გაყიდვა კი საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვიტა – მას ფული წამლისთვის სჭირდებოდა.