ესპანელი ხელოვანი ხალხს გამოწვევას სთავაზობს – გადააქციონ ფანჯრები ხელოვნების ნიმუშებად

სოციალური დისტანცირებისა და პანდემიის პირობებში მრავალი ხელოვანი იძულებულია დრო სახლში გაატაროს და შთაგონება სახლის კედლების ფარგლებში იპოვოს. უკვე ძალიან ბევრი ხელოვნების მოყვარული ადამიანი გაერთიანდა სხვადასხვა გამოწვევის მეშვეობით, რომელთაც ერთმანეთს ინტერნეტით უზიარებენ.

ამჯერად, ესპანელი მხატვარი Pejac ხალხს საკუთარ გამოწვევას, #STAYARTHOMEPEJAC-ს სთავაზობს. გამოწვევის წესები მარტივია: უბრალოდ გაიხედეთ სახლის ფანჯრიდან, კარგად შეათვალიერეთ გარემო და თქვენი გემოვნებითა და შესაძლებლობებით დახატეთ ნებისმიერი ფიგურა. მთელ მსოფლიოში Pejac-ის იდეას მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, შედეგი მრავალფეროვანი და საინტერესოა.