ენდი უორჰოლის ვირტუალური საგამოფენო ტური

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი მუზეუმი დაიხურა. გაერთიანებული სამეფოს ბრიტანული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – Tate Modern კი მნახველებს ვირტუალურ ტურს სთავაზობს. ტურის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ პოპ-არტის მეფედ წოდებული ენდი უორჰოლის  ნამუშევრებს. მუზეუმის ვირტუალურ ტურს თავად მუზეუმის კურატორები გაუძღვებიან.

„უორჰოლი ყველას ეკუთვნის. იგი იმ იშვიათ ხელოვანთა შორისაა, რომელიც ხელოვნების სამყაროს საზღვრებს არღვევს.“ – ამბობენ გამოფენის ხელმძღვანელები გრეგორი მიური და ფიონტან მორანი.

კურატორების უმთავრესი მიზანია დამთვალიერებელს აჩვენონ, რომ უორჰოლის ნამუშევრები მხოლოდ „კემპბელის სუპის ქილებითა“ და მერლინ მონროს სტილიზებული პორტრეტებით არ შემოიფარგლება და მას შემდგომი დროის ხელოვანებზე დიდი გავლენა აქვს.

გამოფენის ვირტუალური ტურის ნახვა შესაძლებელია აქ.