კომპანია სარაჯიშვილი რამდენიმე ასეულ ოჯახსა და შშმ პირებს დაეხმარება

კორონავირუსის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად კომპანია სარაჯიშვილმა აქტიური კამპანია წამოიწყო.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კომპანია სარაჯიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარების პროგრამას შეუერთდეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სარაჯიშვილმა 400 ოჯახს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.

სარაჯიშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მეღვინეობა გრანელს, რომელმაც კომპანიას გადასცა 400 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. სადეზინფექციო ხსნარიც, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.

გარდა ამისა, სარაჯიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია ანიკას პერსონალური კომპიუტერები გადასცა, რათა დღის ცენტრმა ფუნქციონირება შეუფერხებლად განაგრძოს.

„ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ასოციაცია ანიკას, რადგან მათ უმოკლეს დროში შეძლეს და შექმნილი მდგომარეობის გამო, წარმატებით დანერგეს დღის ცენტრის ონლაინ სერვისის მიწოდების პროგრამა და სრულად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე“ — აცხადებენ სარაჯიშვილში.

ასევე, კომპანია სარაჯიშვილმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანოს და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში (StopCOV ფონდი) 50 000 ლარი გადარიცხა.

კომპანია სარაჯიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და უსაფრთხოების ზომებს გამკაცრებულად იცავს:

  • კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საშიშროების დღიდან კომპანიაში აქტიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები;
  • კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები სრულად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
  • დროებით დაიხურა სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზია.

ამჟამად მუშაობს მხოლოდ ჩამოსხმის საამქრო. როგორც სარაჯიშვილში აცხადებენ, სამუშაოს მიმდინარეობის დროს დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია:

  • ქარხნის მთელ ტერიტორიაზე გაკრულია საინფორმაციო დაფები.
  • ტერიტორია სრულად აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით და დეზო-ბარიერებით.
  • დღის განმავლობაში ყველა ზედაპირი რამდენჯერმე მუშავდება სადენზინფექციო ხსნარით.
  • ყოველდღიურად, სამუშაო დასრულების შემდეგ, სამუშაო ადგილებს ამუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით.
  • არსებობს ჟურნალი, სადაც აღწერილია ყველა ადამიანი, ვინც შედის საწარმოში. შემოსვლა ხდება ღია სივრციდან, სადაც შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი თერმო-სკრინინგს ატარებს და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებს.
  • თანამშრომლებთან ყოველდღე ტარდება ტრენინგები უსაფრთხო მუშაობის თემაზე.
  • პერსონალი აღჭურვილია პირბადით, ფარებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით, რომელსაც იყენებენ ინსტრუქციის მიხედვით.
  • თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს. ისინი დაყოფილები არიან სამუშაო ჯგუფების მიხედვით და ორ კვირაში ერთხელ იცვლებიან.

პირველი ქართული ღვინის ბრენდი სრულ მზადყოფნას აცხადებს, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლოს პანდემიის შედეგებს.