რიანამ, ჯეიზიმ და Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, ერთობლივად 6.2 მილიონი დოლარი გაიღეს. მათი მიზანია, ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს/ადამიანებს დაეხმარონ.
გაღებული თანხა გადანაწილდება ნიუ-იორკში, ახალ ორლეანსა და პუერტო რიკოში.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად რიანასა და ჯეკ დორსს თანხა აქამდეც ჰქონდათ გამოყოფილი. როგორც ცნობილია, რიანამ ამისათვის უკვე გაიღო 5 მლნ აშშ დოლარზე მეტი.