ფოტოსურათები იზოლირებული მილანიდან

მილანელმა ფოტოგრაფმა – მაურისიო მონტანამ გადაწყვიტა ფირზე აესახა მილანური იზოლაცია. „მე ამას მილანისთვის ვაკეთებ“ – აცხადებს ფოტოგრაფი. მისი მიზანია მილანის ფოტოსურათებზე აღბეჭდოს ქალაქისათვის უჩვეულო და ამჟამად ქალაქშივე არსებული დრამატული სიტუაცია.

„გადაადგილება ამგვარად დაცარიელებულ ქალაქში მეტად უსიამოვნოა. დაცარიელებული, ადამიანებისგან დაცლილი მილანი არ არის ჩემთვის უცხო. მაგრამ ის, რაც ახლა კორონავირუსის გამო ხდება მილანში, განსხვავებულია. აქ განსხვავებული ატმოსფეროა. არსებული სიცარიელე უცნაურ დაძაბულობას წარმოშობს შენში, რომლის შესაგრძნობადაც ჰაერიც კი საკმარისია.“