აფრიკის ეროვნული პარკის გზებზე ლომები ნებივრობენ

სამხრეთ აფრიკაში ეროვნული პარკი 25 მარტიდან კორონავირუსის გამო დაკეტეს. როგორც პარკის რეინჯერი, რიჩარდ სოური ამბობს, ის ოთხშაბათს გზებზე პატრულირებდა, როდესაც შეამჩნია, რომ ლომები გზებზე იწვნენ.

როგორც ჩანს, ცხოველებმა თავი უსაფრთხოდ და თავისუფლად იგრძნეს და ტერიტორია აითვისეს.