გრაფიტის ცნობილი მხატვარი ბენქსი „სახლიდან მუშაობს“

კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი ადამიანები სხვადასხვანაირად ცდილობენ მოერგონ სახლიდან ცხოვრებას.

გამონაკლისი არც სკანდალური ინგლისელი ქუჩის მხატვარი ბენქსია (Banksy), რომელმაც თავისი ქუჩის გრაფიტის ხელოვნება სახლში გადმოიტანა. არტისტმა თავის ინსტაგრამ გვერდზე ნამუშევრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემს ცოლს სძულს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ“.

View this post on Instagram

. . My wife hates it when I work from home.

A post shared by Banksy (@banksy) on

ბენქსი ცნობილია იმით, რომ მუდმივად ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ბენქსი ფსევდო-ანონიმური გრაფიტის მხატვარია, რომლის ზუსტი ვინაობა გარკვეული ვარაუდების არსებობის მიუხედავად მაინც უცნობია. მისი ნამუშევრები ძირითადად პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ თემებზე შექმნილი სატირაა. ამჯერად, მან თავისი სახლის საპირფარეშოში შექმნილ ნამუშევარში სხვადასხვა ქმედების შემსრულებელი ვირთხები ასახა, რასაც ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მივცეთ.

თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ ტუალეტის ქაღალდზე გადამრბენი ვირთხის გამოსახულებაა, რაც სავარაუდოდ პანდემიის დროს ამ საყოფაცხოვრებო ნივთზე გაზრდილი მოთხოვნის ამსახველი მეტაფორაა.