სტრიმინგ სერვისი HBO Max-ი სტივენ კინგის ცნობილი რომანის „The Shining”-ის („ნათება“) მიხედვით სერიალს გადაიღებს.
1980 წელს სტენლი კუბრიკმა ამავე რომანის მიხედვით უკვე გადაიღო საკულტო ფილმი ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით, ამიტომ საინტერესოა რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ ახალი ეკრანიზაციის შემქმნელები.

როგორც ცნობილია, სერიალს Overlook ერქმევა – იმ გამოგონილი სასტუმროს სახელი, სადაც „ნათების“ სიუჟეტი ვითარდება. „საშინელებათა და თრილერის ჟანრის სერიალი, რომელიც Overlook-ში დატრიალებულ აქამდე უცნობ ამბებს მოგვითხრობს“- ასე აღწერენ სერიალს ოფიციალურ განცხადებაში.
HBO-მ სერიალის გადაღება ცნობილ სცენარისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს ჯეი ჯეი აბრამსს შეუკვეთა. აბრამსი ცნობილია როგორც „Star wars“-ის და „Star trek“-ის რეჟისორი და HBO-ს სერიალის „Westworld“-ის პროდიუსერი. ის არის სტივენ კინგის ფიქციური ქალაქით ინსპირირებული სერიალის „Castle Rock“-ის პროდიუსერიც, რაც ნიშნავს რომ მას უკვე აქვს სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობის გამოცდილება.