18 აპრილს ცნობილი მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი One World: Together at Home გაიმართა ონლაინ. ვირიტუალური კონცერტის ფარგლებში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად $127.9 მილიონი შეგროვდა.
კონცერტი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, მუსიკალურ ფესტივალ Global Citizen-ისა და მომღერალ ლედი გაგას ორგანიზებით ჩატარდა.
კონცერტს 30 სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემდნენ და პირდაპირ ეთერში 20 მილიონზე მეტმა მაყურებელი უყურებდა.