ჯონი დეპმა და ჯეფ ბეკმა სიმღერის „Isolation“ ქავერი გამოაქვეყნეს

კინოვარსკვლავმა ჯონი დეპმა ინტერნეტში The Beatles-ის ყოფილი წევრის, ჯონ ლენონის, სიმღერის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. ჯონ ლენონმა სიმღერა “Isolation” 1970 წელს ჩაწერა, სოლო-ალბომისთვის “John Lennon/Plastic Ono Band.” სიმღერის ქავერი უკვე მრავალჯერ იქნა შესრულებული ისეთი ლეგენდარული მომღერლების მიერ, როგორებიც არიან: ჯო კოკერი, როჯერ უოტერსი და სხვები. ჯონი დეპმა სიმღერის „Isolation” თავდაპირველი ვერსია, გიტარისტ ჯეფ ბეკთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩაწერა. ინგლისელი როკ-გიტარისტი ჯეფ ბეკი, ჟურნალ “Rolling Stone”-ის მიხედვით, როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გიტარისტია. იგი უკრავდა ჯგუფში The Yardbirds ერიკ კლეპტონთან და ჯიმი პეიჯთან ერთად, შემდეგ კი სოლო კარიერას მიჰყო ხელი.

პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, ჯონი დეპმა და ჯეფ ბეკმა ჩათვალეს, რომ სიმღერის გამოქვეყნებისთვის ახლა იდეალური დროა.