COVID-19-ის მიუხედავად, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დადგენილ ვადებში გაიმართება

COVID-19-ის მიუხედავად, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დადგენილ ვადებში გაიმართება – ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის პრეზიდენტი რობერტო ჩიკუტო ავრცელებს. ჩიკუტოს თქმით, კინოფესტივალი 2 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება. 

რაც შეეხება კანის კინოფესტივალს, უკანასკნელი ინფორმაციით, ის 2020 წლის ივლისში გაიმართება.