TikTok-ის მომხმარებლები ტრამპის სიტყვით გამოსვლებს აშარჟებენ

აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა კორონავირუსის გავრცელებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით. ხსენებულ მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი აქტიურად ეხმიანება, რასაც არაერთი ადამიანი უსარგებლოდ მიიჩნევს და მას აბსურდულსაც კი უწოდებს. ამის უკეთ საჩვენებლად TikTok-ის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს განესახიერებინათ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლები კორონავირუსთან დაკავშირებით.

ვიდეოში, სათაურით – „drunk in the club after covid“, TikTok-ის მომხმარებელი კაილი სკოტი ნასვამ ადამიანს განასახიერებს, რომელიც ტრამპის გამოსვლას სინქრონულად აყოლებს პირს. ზემოთ ხსენებული მომხმარებელი ტრამპის იმ გამოსვლას აშარჟებს, სადაც იგი ამბობს: „ანტიბიოტიკებს ყველა პრობლემის გადასაჭრელად იყენებდნენ, ახლა კი, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მსოფლიოში არსებობს არის… მიკრობები იმდენად ღირსშესანიშნავი გახდნენ, რომ ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ მათი გამკლავება… ადამინები მიდიან საავადმყოფოებში… მიდიან გულის ოპერაციისთვის და ეს არ არის პრობლემა… მაგრამ ისინი ცხოვრებას ასრულებენ… პრობლემებისგან. თქვენ იცით ის პრობლემები, რომლებზეც მე ვსაუბრობ.“

ამას გარდა, მომხმარებლები ასახიერებენ ტრამპის მოხსენებას, სადაც იგი ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რამდენად შეიძლება გავრცელდეს ვირუსი. „ის შეიძლება დიდად, ან შეიძლება ნაკლებად დიდად, ან შეიძლება დიდად სულაც არ გავრცელდეს, ჩვენ ვნახავთ რაც მოხდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, ჩვენ სრულიად მომზადებული ვართ.“

იხილეთ ტრამპის გამოსვლებთან დაკავშირებით TikTok-ერების მიერ შემოთავაზებული ვიდეოები: