ეს დრონები კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ამოიცნობენ

სპეციალური სენსორებითა და სისტემით აღჭურვილი დრონები, რომელიც ამერიკულმა კომპანია Draganfl-მ წარმოადგინა, კორონავირუსით ინფიცირებულ   ადამიანებს ამოიცნობს.

დრონებს 58 მეტრის მანძილზე ადამიანის სხეულის ტემპერატურის,სუნთქვის და გულისცემის სიხშირის გაზომვა შეუძლია. დრონების ყურადღების მიღმა არც დაცემინების, დახველების და არც სოციალური დისტანციის დარღვევის შემთხვევა რჩება.

   ვესტპორტში და კონექტიკუტში, სადაც სატესტო ფრენები განხორციელდა, ინფიცირების საკმაოდ  ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.