ლონდონის მოდის კვირეული ონლაინ ჩატარდება

პანდემიის პირობებში, მოდის ინდუსტრია ალტერნატიული გზების ძიებას იწყებს და რადგან რეალურ სივრცეებში ჩვენებები ვეღარ იმართება, გამოსავალი ონლაინ სამყაროშია. შესაბამისად, როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში 12 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება.  

London Fashion Week Festival | Things to do in London

ონლაინ პლატფორმაზე ჩვენებების გარდა წარმოდგენილი იქნება ინტერვიუები და პოდკასტები. გაციფრულდება შოურუმებიც.