საქართველოს ეროვნული მუზეუმის ონლაინ აქტივობები

COVID-19-ის გავრცელების შემაკავებელი ზომების ფარგლებში ქვეყანაში დახურულია ყველა საგამოფენო სივრცე თუ მუზეუმი. თუმცა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და გვათავაზობს სხვადასხვა საინტერესო ონლაინ სერვისს, მრავალფეროვან ვირტუალურ ტურებსა და გამოფენებს:

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის 7 სხვადასხვა 3D გამოფენა
  • სპეციალურად ბავშებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ გასაფერადებლები:
    > ნიკო ფიროსმანის პერსონაჟების მიხედვით – https://bit.ly/2WU14dK
    > ფიროსმანის ნამუშევრები სააღდგომო თემატიკით – https://bit.ly/2VoNFt5
    > მუზეუმის სხვადასხვა ექსპონატი პატარა ისტორიებით – https://bit.ly/2KljEUH
  • მუზეუმების კოლექციების გაცოცხლების ახალი მსოფლიო ტრენდის მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომია ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი, რომლის გაცოცხლებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – https://bit.ly/3bslAqi
  • ახალი რუბრიკის #კურატორისახლიდან ფარგლებში დაიდება ვიდეოები, რომლებშიც მოისმენთ საინტერესო ამბებს მუზეუმის კოლექციების, მხატვრებისა და ეპოქების შესახებ – https://bit.ly/2xLjN15
  • საინტერესო სტატიები და მუზეუმის ჟურნალების ონლაინ ვერსიები – https://issuu.com/gnmuseum
  • მუზეუმის ირგვლივ მომზადებული ვიდეომასალა, მათ შორის ვიდეო ლექციები ამა თუ იმ გამოფენის, მხატვრის თუ თემის შესახებ ხელმისაწვდომია მუზეუმის Youtube არხზე.

იგეგმება მუზეუმების საერთაშორისო დღის (18 მაისი) ონლაინ აღნიშვნაც.

მომავალი პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მუზეუმის სოციალურ არხებს: www.museum.ge ; Facebook; Instagram; YouTube; Twitter; Issuu