ფოტოკონკურსის „All About Photo Awards“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„All About Photo Awards“ 2020 წელს მეხუთედ ჩატარდა. ფოტოკონკურსის მიზანია დაეხმაროს ფოტოგრაფებს გახდნენ წარმატებულები და მოიპოვონ აღიარება. ჟიურის წევრები იყვნენ წარმატებული ფოტოგრაფები, კურატორები და წამყვანი გალერეების დირექტორები. გამარჯვებულები ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ და მათი ფოტოები „All About Photo“-ს სპეციალურ გამოშვებაში დაიბეჭდება.

მონაწილეების უმეტესობას კონკურსზე ფერადი ფოტოები ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა 5 ფინალისტი ფოტოდან, 4 შავ-თეთრი აღმოჩნდა. წინა წლებში ჩატარებული კონკურსებისგან განსხვავებით, წელს ჟიურიმ უპირატესობა მშვიდ ფერებში გადაღებულ ფოტოებს მიანიჭა. პირველი ადგილი ამერიკელმა ფოტოგრაფმა მონიკა დენევანმა (Monica Denevan) მოიპოვა ნამუშევრით „Across The River, Burma“, სერიიდან „Song of the River: Portraits of Burma“. გამარჯვებულებთან ერთად, ჟიურიმ ასევე შეარჩია 35 ფოტო, რომელიც აღიარებას იმსახურებს – ეს ფოტოები იდეალურად გადმოსცემს ჩვენი პლანეტის მრავალფეროვნებას.

Across the River Burma © Monica Denevan
© Gabriele Galimberti
Philomena © Rebecca Moseman
Sustenance 4 © Nadia De Lange
Jump of the wildebeest © Nicole Cambre