ბეტმენის ახალი ფილმი 2021 წლის 1 ოქტომბრამდე არ გამოვა

ბეტმენის ახალი ფილმის “The Batman”-ის გამოსვლა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს Warner Bros.

ფილმში ბეტმენის როლს რობერტ პატინსონი ასრულებს, მან ბენ აფლეკი ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის გამოსვლა 2021 წლის 25 ივნისს იყო დაგეგმილი.