ცნობილი მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი გილერმო დელ ტორო სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით მის გამომწერებს იმ წიგნებისა და ფილმების სიას უზიარებს, რომელთაც იგი იზოლაციაში ყოფნისას კითხულობდა და უყურებდა.

დელ ტოროს ფილმების ჩამონათვალთა შორის მოხვდა იმგვარი ფილმები, როგორიცაა შვედი კინემატოგრაფის – გუსტავ მულანდერის „A Woman’s Face“, ერმანო ოლმის „IL Posto“, სელინ სკიამას „Girlhood“ და „Tomboy“. ამასთან, კინორეჟისორი აზიარებს თავის ფავორიტ ტელეშოუებს, რომელთა უმეტესობა Netflix-ზეა განთავსებული: „Ozark“, „Better Call Saul“ და ამასთან, რეალობაზე დაფუძნებული შოუ – „Chopped“, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კერძების მომზადებაში ეჯიბრებიან.
გილერმო დელ ტოროს პოსტს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც, მექსიკელი კინორეჟისორის მსგავსად, თავიანთ გამომწერებს რჩევები გაუზიარეს. ამერიკელი კინორეჟისორი – ავა დიუვერნეი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა როჯერ მიჩელის „Notting Hill“ და ბელა ტარის „The Turin Horse“. აღნიშნულ ჩამონათვალს ამერიკელი რეჟისორი – დარენ არონოფსკი შემდეგ ფილმებს ამატებს: „Barton Fink“, „Amelie“, „Rashamon“ და „Total Recall”. რაც შეეხება წიგნებს, არონოფსკის თანახმად, იგი ამჟამად ჰენრი დევიდ ტოროსა და პაბლო ნერუდას შემოქმედებას ეცნობა.