პირველად ამერიკული VOGUE-ს ისტორიაში ივნისის და ივლისის ნომერი ერთად გამოიცა

ამერიკული ვოგის 128 წლიან ისტორიაში, პირველად, 2 თვე, ივნისი და ივლისი ერთ ნომრად გამოიცა. ნომრის მთავარი თემაა: „შემოქმედებითობა კრიზისის დროს“.

 

ყდაზე დაბეჭდილია ირვინ პენის 1970 წელს გადაღებული და ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ვარდის ფოტო.

რედაქტორის წერილში ანა ვინტური მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს და პანდემიის პირობებში პირველ ხაზზე მყოფ ადამიანებს, ექიმებს ეხმაურება.

Postcards From Home Creativity in a Time of Crisis

„შემოქმედებითობა კრიზისის დროს“ სანახავად იხილეთ ბმული –  Postcards From Home: Creativity in a Time of Crisis/Vogue.com