ბარბერის სასაქონლო საწყობი მას შემდეგ დაიხურა, რაც ბრენდის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ სიახლე ბლუმბერგმა გამოაქვეყნა. საწყობი დროიებით დახურეს.
ბრიტანული ბრენდი აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს მისცეს დასვენების საშუალება და უკლებლივ ყველას შემოსავალი სრულად შეუნარჩუნეს. ბრენდი მსოფლიოს გარშემო 10,000-ზე მეტ თანამშრომელს ანაზღაურებას ძველებურად დროულად და სრულად უხდის.