მეტეოროლოგების თქმით, 2020 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2020 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, იმის შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი ყველაზე ცხელი იქნება, 74.67 პროცენტია. 

2020 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურებიც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2020 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება.