მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინდოელი მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანი ბოლივუდის ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი იყო. მსახიობმა კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ფილმი იყო „Salaam, Bombay!“ გარდა ამისა, მას უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „Life Of Pi“, „Inferno“, „Slmudog Millionaire“ და მრავალი სხვა. 2011 წელს ირფან ხანმა მიიღო ინდოეთის სახელმწიფო ჯილდო „პადმა შრი“.

სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2018 წლიდან მსახიობი ნეიროენდოკრინულ სიმსივნეს ებრძოდა. ხანი ლონდონში მკურნალობა. იგი საკუთარი დიაგნოზის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა, ფანებს სიმსივნისგან გამოწვეული ტკივილებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაციას უზიარებდა.