ქართველი ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე (ფოტო)

ქართველმა ფოტოგრაფმა, ლაშა კუპრაშვილმა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერსონალი გადაიღო. 

ფოტოებზე ჩანს, თუ რა მდგომარეობაში და პირობებში მუშაობენ ექიმები კორონავირუსის პანდემიის პირობებში. 

“კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, რომლებმაც დაავადებულების გადასარჩენად, დროებით, უარი თქვეს ოჯახსა და სიმშვიდეზე…

ინტენსიურ განყოფილებაში ყოფნა, სპეციალური ეკიპირებით, დახურულ სივრცეში, სასმელი წყლის გარეშე და უდიდესი შრომის გაწევა ემსახურება ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფების კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ადამიანები მხოლოდ იმიტომ გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე, რომ ამ ადამიანების შრომა და თავგანწირვა არ იყოს უშედეგო”, – წერს ლაშა კუპრაშვილი Facebook-გვერდზე.