Gucci-ის ახალი კამპანია – ცხოველები მოდაში

მას შემდგომ, რაც ალესანდრო მიჩელი Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, მოდის სახლმა სხვადასხვა კამპანია განახორციელა, რომელთაგან ერთ-ერთში სელებრითები, მათ შორის, ჰარი სთაილზი და ლანა დელ რეი მონაწილეობდნენ. კამპანიათა შორისაა, ასევე, Gucci-ის ახალი წამოწყებაც, რომლის ფარგლებშიც, ფოტომოდელებთან ერთად იმგვარი ცხოველებიც ჩნდებიან, როგორებიცაა გოჭი, წიწილა, ზღარბი, ციყვი და სხვ. ზემოხსენებული კამპანიის გადაღების ადგილი, რამდენადაც ცნობილია, სამხრეთ ესპანეთია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კამპანიის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, სანამ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია მოიცავდა, სოციალური დისტანციის პირობებში მოდის სახლის მიერ მოდელებთან ერთად ცხოველების ფოტოსურათებზე ასახვას დადებითად აფასებენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში Gucci-იმ პარტნიორობა დაიწყო Lion’s Share Fund-თან, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მათი ჰაბიტატის დაცვას უზრუნველყოფს.

Gucci, გარდა ამისა, თავისი ახალი კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელ Instagram-ზე ტვირთავს ცხოველთა ფოტოებს, რომელთა აღწერაშიც ფოტოსურათზე გამოსახულ ცხოველთა შესახებ სხვადასხვა სახის სახალისო ფაქტებია მითითებული.

Photo Credits to Alasdair McLellan
Photo Credits to Alasdair McLellan
Photo Credits to Alasdair McLellan
Photo Credits to Alasdair McLellan
Photo Credits to Alasdair McLellan