პანდემიის პირობებში ორი ქართული ბრენდი, KÁSHKASH და LIYA სოციალური პროექტისთვის გაერთიანდა და საერთო პროდუქტი – ნატურალური სანიტაიზერი შექმნა.
- ალკოჰოლის მაღალი შემცველობა (65%);
- სერტიფიცირებული ორგანული ეთერზეთები – ლავანდა, როზმარინი, ჩაის ხე აერთიანებს:
- სასიამოვნო არომატს;
- დამატებით ანტისეპტიკურ თვისებებს;
- კანის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო თვისებებს.
- განსხვავებით სხვა სადეზინფექციო ხსნარებისგან – არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს.
ამასთან, ყოველი გაყიდული პროდუქტიდან თანხის ნაწილი ირიცხება COVID-19-ის რისკ-ჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
KÁSHKASH x LIYA სანიტაიზერი ვენდუს პლატფორმაზე იყიდება და მისი შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.