მილანი კარანტინის შემდგომ 35 კმ. სიგრძის ველობილიკების მოწყობას გეგმავს

კორონავირუსის ახალ ფაზაში გადანაცვლების კვალდაკვალ, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქი – მილანი წარადგენს პროექტს, რომელიც კარანტინის შემდგომ პერიოდში მანქანებით მასიურად გადაადგილების შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის თანახმად, 2020 წლის მაისსა და ივნისში დაიწყება 35 კილომეტრიანი ველობილიკის მოწყობის პროცესი.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით, რათა მანქანებით სარგებლობის მაჩვენებელი შეგვემცირებინა. თუ ყველა მანქანით ივლის, ხალხისათვის არ დარჩება ადგილი, არ დარჩება ადგილი, იმისათვის, რომ გადაადგილდე… პირველი ნაბიჯი, რომელსაც განვახორციელებთ, მოიაზრებს ველობილიკების მოწყობასა და საფეხმავლო ბილიკების გაფართოებას, რათა მოსახლეობისთვის ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილება უფრო მეტად მოსახერხებელი იყო.“ – განაცხადა მილანის გამგეობის საბჭოს წევრმა მარკო გრანელიმ.