მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაცია უკვე 13 წელია ყოველწლიურად Sony-ს მსოფლიო ფოტოგრაფიის კონკურსს ატარებს, რომელიც ფოტოგრაფიის სფეროში ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრად ითვლება. კონკურსის მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების ხელშეწყობა და მათთვის დამსახურებული მსოფლიო აღიარების მოტანაა.
კონკურსი ოთხი ძირითადი შეჯიბრისგან შედგება: პროფესიონალების (Professional), ახალგაზრდების (Youth), სტუდენტების (Student) და ღია (Open) შეჯიბრი, ხოლო თითო შეჯიბრში ათი კატეგორიაა. თავდაპირველად თითოეული შეჯიბრის ფარგლებში კატეგორიების გამარჯვებულები ვლინდებიან, ხოლო შემდეგ უკვე ოთხივე შეჯიბრიდან თითო გამარჯვებული – „წლის ფოტოგრაფი“. აღსანიშნავია, რომ ღია შეჯიბრში მონაწილეები ავტომატურად განიხილებიან რეგიონების მიხედვით და რეგიონალური გამარჯვებულისთვისაც ცალკე ჯილდოა დაწესებული.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, გააუქმოს როგორც Sony-ს მსოფლიო ფოტოგრაფიის კონკურსის გამოფენა, რომელიც 17 აპრილიდან 4 მაისამდე იყო დაგეგმილი, ასევე 9 ივნისის გამარჯვებულთა გამოვლენის ცერემონიაც. თუმცა ორგანიზატორები ონლაინ პლატფორმებისა და არხების დახმარებით განაგრძობენ კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენას. გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ ღია შეჯიბრის კატეგორიების ონლაინ გამოვლენილ 10 გამარჯვებულს:
არქიტექტურა
ფოტოგრაფი: Rosaria Sabrina Pantano
ფოტოს სახელი: ემოციური გეომეტრია
კრეატივი
ფოტოგრაფი: Suxing Zhang
ფოტოს სახელი: კვანძი
კულტურა
ფოტოგრაფი: Antoine Veling
ფოტოს სახელი: მარკოზის სახარება თავი 5:28 (Mark 5:28)
პეიზაჟი
ფოტოგრაფი: Craig McGowan
ფოტოს სახელი: ყინულის ანარეკლები
მოძრაობა
ფოტოგრაფი: Alec Connah
ფოტოს სახელი: მიდის ქვემოთ!
ველური ბუნება
ფოტოგრაფი: Guofei Li
ფოტოს სახელი: ტაი ჩის დიაგრამა
პორტრეტი
ფოტოგრაფი: Tom Oldham
ფოტოს სახელი: შავი ფრანცისი
ნატურმორტი
ფოტოგრაფი: Jorge Reynal
ფოტოს სახელი: პლასტიკური ოკეანე
ქუჩის ფოტოგრაფია
ფოტოგრაფი: Santiago Mesa
ფოტოს სახელი: კოლუმბია გაუძელი
მოგზაურობა
ფოტოგრაფი: Adrian Guerin
ფოტოს სახელი: მგზავრობა საჰარას სატვირთო მატარებლით
ათივე გამარჯვებული საჩუქრად Sony-ს უახლეს ციფრული ფოტოგრაფიის აღჭურვილობას მიიღებს და იბრძოლებს წლის საუკეთესო ღია ფოტოგრაფის ტიტულისთვის, რომლის ვინაობაც 9 ივნისს, ასევე ონლაინ გამოვლინდება.