Tbilisi Open Air წელს გადაიდო – ფესტივალის ჩატარების თარიღი უცნობია

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air წელს გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება არ უქმდება, თუმცა, მისი ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ამ გადაწყვეტილებამდე ცნობილი იყო, რომ ფესტივალი 26-28 ივნისს ლისის ტბაზე უნდა ჩატარებულიყო.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება.ახალი თარიღების შესახებ არაუგვიანეს 25 ივნისისა ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ.

ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული,“ – ნათქვამია განცხადებაში.