დონატელა ვერსაჩე ჯიჯი ჰადიდს და ზეინ მალიკის სასიამოვნო სიახლეს ულოცავს

დონატელა ვერსაჩე ჯიჯი ჰადიდის ორსულობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ტოპ მოდელსა და ზეინ მალიკის სასიამოვნო სიახლეს ულოცავს. 

“გილოცავთ!!! ახლა კარგი სიახლის მოსმენა იმდენად სასიამოვნოა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვი იქნება” – წერს დონატელა. 

Image may contain: 3 people, people sitting

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ჰადიდმა ჯიმი ფელონთან გადაცემაში სტუმრად ყოფნისას დაადასტურა, რომ ორსულად არის და პირველ შვილს ელოდება. მანამდე კი, ჯიჯი ჰადიდის ორსულობის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.