Disney 1997 წელს გადაღებული საკულტო ანიმაციის, Hercules-ის ფილმს გამოუშვებს, რომელზეც სცენარისტი დეივ კალაჰამი იმუშავებს.
Hercules ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გადაღებული ანიმაციაა. ანიმაციამ გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ანიმაციაში მთავარ გმირს, ჰერკულესს მრავალი გამოწვევის გადალახვა უწევს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მსახიობები ითამაშებენ დისნეის ახალ ფილმში.