იმპერია კრიზის წინააღმდეგ – მიკაელ მასარტის ფოტოპროექტი

ბელგიელი ფოტოგრაფი მიკაელ მასარტი დარწმუნებულია, რომ „ვარსკვლავური ომების“ ბოროტმოქმედი – დართ ვეიდერი, კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ქარიზმატული და დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ფოტოგრაფი დაფიქრდა როგორ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა მისი საყვარელი ბოროტმოქმედი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი მასაც რომ შეხებოდა. ამ იდეაზე დაყრდნობით მან შექმნა პროექტი სახელად „The Empire Against The Crisis“, რომელშიც ფოტოშოპის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. ფოტოგრაფის საინტერესო ფოტოპროექტში სითების ძლევამოსილი მბრძანებელი იძულებულია ნებისმიერი სამუშაო იპოვოს, რათა დაკარგული ძალაუფლების დასაბრუნებლად საკმარისი კაპიტალი დააგროვოს.

მართალია ფოტო-პროექტი 2018 წელს არის მომზადებული, თუმცა დღევანდელი კრიზისის ფონზე აქტუალობას არ კარგავს.

Photo by Michaël Massart/Facebook
Photo by Michaël Massart/Facebook
Photo by Michaël Massart/Facebook
Photo by Michaël Massart/Facebook
Photo by Michaël Massart/Facebook
Photo by Michaël Massart/Facebook