მხატვარი, რომელიც მსოფლიო ლიდერებს დევნილების როლში ხატავს

სირიელი მხატვარი აბდულა ალ ომარი ნახატების სერიის – „დაუცველობის“ („The Vulnerability Series“) შემქმნელია. მის ნამუშევრებში მსოფლიო ლიდერები დევნილების როლში არიან გამოსახულნი. სირიელ მხატვარს 2011 წელს სამოქალაქო ომის გამო სამშობლოს დატოვება და ბელგიაში თავშესაფრის ძებნა მოუწია. მის ნამუშევრებზე გამოსახულ ადამიანებს ომის გამო საკუთარი სახლების დატოვება უწევთ, ამით მხატვარს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ომის შედეგებისგან არავინაა დაცული. ალ ომარი „დაუცველობის“ პროექტზე 19 თვის განმავლობაში მუშაობდა. ყოველი პოლიტიკოსის დევნილის როლში აღსადგენად, მხატვარი არჩეული ქვეყნის სოციალურ კონტექსტს იკვლევდა, რათა გაეგო როგორი ვიზუალი ექნებოდა დაუცველ ადამიანს ამა თუ იმ ქვეყანაში. ერთ-ერთ ნამუშევარზე მან საკუთარი თავი პოლიტიკოსებთან ერთად უფასო საკვების რიგში მდგომი დახატა.

Photo via Syria.Art / Facebook

ხელოვანის თქმით, თავდაპირველად მას საკუთარი გამოცდილება და ბრაზი აძლევდა შთაგონებას პოლიტიკოსები მათი ძალაუფლების გარეშე გამოესახა, თუმცა მას არ სურს, მისი შემოქმედება აგრესიული იყოს და ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოსახავდეს. ალ ომარის თქმით, მას უბრალოდ უნდა ძალაუფლების მქონე მსოფლიო ლიდერებს მათი ძალის წართმევით დაანახოს დაუცველობა და აგრძნობინოს ის, რასაც სახლის გარეშე დარჩენილი ადამიანები გრძნობენ.

წყარო: BuzzfeedNews