ნორვეგიის კინოთეატრების დარბაზებში მხოლოდ 50 ადამიანს დაუშვებენ

ნორვეგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 7 მაისიდან კინოთეატრების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში დაუშვას ახალი წესით – ფილმის ჩვენებაზე მხოლოდ 50 კაცი იქნება დაშვებული. გარდა ამისა, მაყურებლებს შორის უნდა იყოს დაცული ერთი მეტრის დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრების მფლობელებს თავად მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება, სურთ თუ არა დარბაზები გახსნან, რადგან ამას ორი პრობლემა ახლავს. ერთი პრობლემა უკავშირდება ფილმებს, რომლებიც მათ უნდა აჩვენონ – პანდემიის გამოცხადებამდე მათ პოპულარული ფილმები შეიძინეს, რომელთა გაშვებაც შეფერხდა და ამიტომ მათ თავიდან მოუწევთ უკვე გამოსული ფილმების ჩვენება, ხოლო პრობლემაა თუ რამდენად სწორია ეკონომიკის მხრივ, თითო დარბაზში მინიმალური რაოდენობის ადამიანის განთავსება.

ნორვეგიის კინოთეატრების მფლობელები იმედოვნებენ, რომ თუ პანდემიით გამოწვეული სოციალური დისტანცირების პრობლემა მოიხსნება, კინოთეატრები შეძლებენ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა.