ჰორორ ფილმი „Antebellum“ ჟანელ მონეს მონაწილეობით 21 აგვისტოს გამოვა

ჯერარდ ბუშისა და კრისტოფერ რენცის ახალი ჰორორ ფილმი “Antebellum” 2020 წლის 24 აპრილის ნაცვლად, 21 აგვისტოს გამოვა. ფილმის პროდიუსერი შონ მაქკიტრიკია, რომელიც ცნობილია ისეთ ფილმებზე მუშაობით, როგორებიცაა “Donnie Darko”, “Get Out” და სხვა. ფილმის მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, მთავარი გმირი ცნობილი მწერალი ვერონიკა ჰენლია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში აღმოჩნდება. მთავარ როლს მომღერალი და მსახიობი ჟანელ მონე ასრულებს, ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯენა მელოუნი, ჯეკ ჰიუსტონი და სხვები.