პირველი მაისიდან სამაუწყებლო პლატფორმა SiriusXM-ზე სხვადასხვა შეზღუდულად მომუშავე რადიოსადგურის დებიუტი გაიმართება, რომლებიც მსმენელებს სხვადასხვა შემსრულებლის ექსკლუზიურ ჩანაწერებს შესთავაზებენ. ამ რადიოსადგურთა შორისაა არხი Prince Channel, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკულტო მუსიკოს Prince-ზე იქნება ორიენტირებული.

Prince Channel-ზე მსმენელს საშუალება აქვს მოუსმინოს მუსიკოსის 2005 წლის, აქამდე სახალხოდ გაუჟღერებელ, ორსაათიან ჩანაწერს.
SiriusXM-ის თანახმად: „ეს არის ჩანაწერი, რომელშიც გაჟღერებულია მისი შეუდარებელი სიმღერები. ასევე, ინტერვიუ ცნობილ მუსიკოსთან და ამ ჩანაწერით მსმენელს საშუალება აქვს გაიგოს, Prince სხვა შემსრულებელთა ნამუშევრებიდან რომელ ნამუშევრებს ანიჭებს უპირატესობას.