Gorillaz-მა ტონი ალენს ახალი სიმღერა მიუძღვნა

ოთხი „ვირტუალური“ წევრისგან შემდგარმა ბრიტანულმა და გრემის მფლობელმა ჯგუფმა – Gorillaz-მა ახალი სიმღერა გამოუშვა. აღნიშნული სიმღერის სახელწოდებაა – “How Far?” და იგი 30 აპრილს 79 წლის ასაკში დაღუპულ ლეგენდარულ ნიგერიელ დრამერს – ტონი ალენს ეძღვნება.

აფრობიტის პიონერი ალენი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ლეგენდარულ ფელა კუტისთან თანამშრომლობდა, Gorillaz-ის რამდენიმე სიმღერას აკომპანირებასაც უწევდა.

Gorillaz-ის დამფუძნებელმა – დეიმონ ალბარნმა Twitter-ზე ალენის ხსოვნის პატივსაცემად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ტონი ალენი დრამზე უკრავს. აღნიშნულ ვიდეოს თან ახლავს მის მიერვე წარმოთქმული ფრაზა: „დასასრული არ არსებობს“.

გარდა ამისა, ალბარნი და ალენი 2006 წელს შექმნილი სუპერჯგუფის – The Good, the Bad & the Queen-ის წევრებიც იყვნენ.

იხილეთ Gorillaz-ის ახალი სიმღერა: