აგათ სორლეტის მინიმალისტური ილუსტრაციები

პარიზელი ილუსტრატორი და ანიმატორი აგათ სორლეტი მინიმალისტური ნამუშევრებით Instagram-ზე უამრავ თაყვანისმცემელს იზიდავს. დღეისთვის მის გვერდს 651 ათასი გამომწერი ჰყავს. სორლეტის ილუსტრაციები თანამედროვე სამყაროს რეპრეზენტაციაა, მისი ყოველი ნამუშევარი გვიყვება ყოველდღიური ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე. სორლეტის შემოქმედება ძირითადად რომანტიკული შინაარსისაა და გამოხატავს კავშირს შეყვარებულების შორის, გარდა ამისა ყოველი ილუსტრაცია გამოხატავს საკუთარი თავისა და ცხოვრების დეტალების სიყვარულს. ყოველ ილუსტრაციაში თითოეულმა ჩვენგანმა შესაძლოა საკუთარი თავი ამოიცნოს.