ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება ირანელი ილუსტრატორის შემოქმედებაში

ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი ვინსენტ ვან გოგი მრავალი საუკუნეა შემოქმედი ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა. თანამედროვე მხატვრების, რეჟისორებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებში ხშირად შეგვიძლია პარალელი ვან გოგის შემოქმედებასთან გავავლოთ. ილუსტრატორი ირანიდან, ალირეზა კარიმი მოგჰადამი ვან გოგისადმი სიყვარულს ილუსტრაციების სერიით გამოხატავს. თეირანში დაბადებული მხატვარი, კარიკატურების ნამდვილი ოსტატია, იგი მუშაობდა ცნობილი ჟურნალებისთვისა და გაზეთებისთვის. პატარაობაში ალირეზა კარიმი მოგჰადის ვან გოგის ნახატები მოეწონა, რის გამოც ჰოლანდიელი ფერმწერის ცხოვრებაზე წიგნებისა და დოკუმენტური ფილმების მოძიება დაიწყო. ვან გოგის ცხოვრების დრამატულმა დეტალებმა ირანელი მხატვარი მოხიბლეს, საბოლოოდ ვინსენტ ვან გოგი ალირეზას შთაგონების წყარო გახდა. 2019 წლის დასაწყიში მან პირველად გამოაქვეყნა კარიკატურის ჟანრში შექმნილი ნამუშევრების სერია, რომელიც ჰოლანდიელი პოსტიმპრესსიონისტის სევდიან და ამავდროულად შესანიშნავ ცხოვრებაზე გვიყვება.

„ჩემთვის ვინსენტ ვან გოგი ბევრად მეტია ვიდრე გენიალური მხატვარი. უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი მუდმივად სევდიანი პერსონაჟია, მაგრამ ეს ასე არ არის – ვინსენტი სიყვარულის, ჰუმანურობისა და ალტრუიზმის უდიდესი სიმბოლოა. მე ეს გავიგე და მინდა ჩემი ცოდნა ყველას გავუზიარო.“

Image Credits to Alireza Karimi Moghaddam