ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი – ილონ მასკი ტომ კრუზთან და NASA-სთან თანამშრომლობით, კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს.

Deadline-ის თანახმად, კრუზი და მასკი ფილმთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად NASA-სთან ერთობლივად მუშაობენ და ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საორგანიზაციო საქმიანობაში დიდ წვლილს შეიტანს თავად მასკისავე პროგრამა – SpaceX. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ეტაპზეა, უკვე ცნობილია, რომ ფილმი სათავგადასავლო ხასიათისაა და სრულმეტრაჟიანი იქნება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მასკის მიერ გადაღებული ფილმი პირველი ნარატიული სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდება, რომელიც კოსმოსშია გადაღებული.