ლარს ფონ ტრიერის ფილმებში გაცოცხლებული ნახატები

ცნობილი დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ფილმები დამთრგუნველი, წინააღმდეგობრივი და პროვოკაციული შინაარსით გამოირჩევა. თავად ტრიერმა კი საზოგადოებას არაერთი სკანდალური განცხადებით დააამახსოვრა თავი. მაგალითად, ფილმ „ანტიქრისტეს“ პრემიერაზე მან საკუთარ თავს მსოფლიოში საუკეთესო რეჟისორი უწოდა. 2011 წელს „მელანქოლიას“ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ჰიტლერის ესმის და თავს ნაცისტი უწოდა, რის გამოცა ის კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ამის გამო, ბევრ ადამიანში რეჟისორიც და მისი შემოქმედებაც გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ბევრი მას გენიოსად თვლის და მის ფილმებს ბევრი მაყურებელი ჰყავს. თაყვანისმცემლებს ტრიერის ფილმების შინაარსთან ერთად, მათი გამორჩეული ვიზუალური მხარეც იზიდავს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლარს ფონ ტრიერის ფილმების სცენები ხშირად ძალიან ჰგავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს. გთავაზობთ, რამდენიმე ასეთ სცენასა და ნახატს შორის არსებულ აშკარა ასოციაციას:

ფილმი: „მელანქოლია“
ნახატი: „ოფელია“ – ჯონ ევერეტ მილე

ფილმი: „მელანქოლია“
ნახატი: „მონადირეების დაბრუნება“ პიტერ ბრეიგელი

ფილმი: „ანტიქტისტე“
ნახატი: „Orgastic Women“ – ანდრე დერენი

ფილმი: „ანტიქტისტე“
ნახატი: „ქარისგან დაცემული ხეები“ ივანე შიშკინი

ფილმი: „ნიმფომანიაკი“
ნახატი: „მომაკვდავი არტისტი“ – Zygmunt Andrychiewicz

ფილმი: „ნიმფომანიაკი“
ნახატი: „Térése on a Bench Seat“ – ბალთუსი

ფილმი: „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“
ნახატი: ”The Barque of Dante” ევგენი დელაკროქსი


წყარო: Papiro & Mint