ნიკოლას ქეიჯი ახალ ტელესერიალში ჯო ეგზოტიკის როლს შეასრულებს

ნიკოლას ქეიჯი ჯო ეგზოტიკის როლს შეასრულებს ახალ სერიალში, რომელიც კომპანიების Imagine Television და CBS Television Studios ერთობლივი პროექტია. სერიალში რვა ეპიზოდი იქნება, მას საფუძვლად დაედო სტატია ჟურნალში „Texas Monthly“ სახელად „Joe Exotic: A Dark Journey Into the World of a Man Gone Wild.“

ვეფხვების მომთვინიერებელმა ჯო ეგზოტიკმა ოკლაჰომაში ცხოველების არალეგალური ზოოპარკი შექმნა, რის შესახებაც კომპანიამ Netflix დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ამან ექსცენტრიკულ პიროვნებას პოპულარობა მოუტანა. მას დიდი დროის მანძილზე ჰქონდა პრობლემები ცხოველების დამცველ აქტივისტთან, კეროლ ბასკინთან. ჯო ყველანაირი გზებით ცდილობდა კონფლიქტი დაესრულებინა – ემუქრებოდა ცხოველების დამცველს და მისი მკვლელობაც დაგეგმა, თუმცა ამის შესახებ შეიტყვეს და ჯოს 22 წელი მიუსაჯეს. ყველაფერთან ერთად, ჯო ეგზოტიკმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა განსხვავებული სტილით, ქანთრი მომღერლობითა და ა.შ.შ.-ს პრეზიდენტობის სურვილით.