უეს ანდერსონმა „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ ანიმაციური ვერსია გამოუშვა

საკულტო კლასიკისა და თანამედროვე კინოს სახლად აღიარებულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ – The Criterion Collection-მა თავის კოლექციას ვეს ანდერსონის 2014 წლის ოსკარის გამარჯვებული ფილმი – „სასტუმრო ბუდაპეშტი“ დაამატა.

მნახველებს საშუალება აქვთ იხილონ ფილმის 25 წუთიანი ანიმაციური ვერსია, სადაც ნარატორი თავად კინორეჟისორია. ამასთან, ცნობილია, რომ ანიმაციები თავად უეს ანდერსონის ხელითაა შექმნილი. ანიმაციური ფილმი გვიჩვენებს მთის ფერდობზე განთავსებულ სასტუმროსა და უშუალოდ ფილმის რამდენიმე პროტაგონისტს.