სტრიმინგ სერვისი Hulu 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბევრი საინტერესო ფილმით, სერიალითა და შოუთი დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
დღეს 5 გამორჩეულ ფილმს შემოგთავაზებთ, რომელსაც შეგიძლიათ ამ სტრიმინგ სერვისზე უყუროთ:
პარაზიტი (2019)
სტრიმინგ სერვისებს შორის Hulu გახდა ის კომპანია, რომელმაც სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმის პარაზიტი ჩვენების უფლება მოიპოვა.
ფილმი გასული წლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა და თითქმის ყველა მნიშვნელოვან კინოდაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა. ოსკარების დაჯილდოებაზე კიდევ სამ ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად საუკეთესო ფილმად დასახელდა, კანის კინოფესტივალზე კი პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელსაც გადაეცა ოქროს პალმის რტო.
ალმოდებული ქალის პორტრეტი (2019)
1029 წელს კანის კინოფესტივალზე “ალმოდებული ქალის პორტრეტი” დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო სცენარის მქონე ფილმი.
მთავარი გმირის, მხატვარი ქალის ირგვლივ არსებული გარემო სელინ შიამამ სრულყოფილი სცენარითა და კამერის საშუალებით იდეალურად გადმოგვცა. ყველა კადრი ფერწერულ ტილოს მოგაგონებთ.
ჭკვიანები (2019)
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს თუ რამე ფილმი მოგწონებიათ ან სანახავი ფილმების სიაში ჩაგიმატებიათ, ყველაფერი Hulu-ზე დევს.
Booksmart ძალიან საინტერესო და სახალისო ისტორიაა გოგონების შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გართობისთვის დაკლებული დრო ერთ დღეში აინაზღაურონ.
თაფლის ქვეყანა (2019)
“უკანასკნელმა მეფუტკრე ქალმა ევროპაში უნდა გადაარჩინოს ფუტკრები და დაუბრუნოს ნატურალური ბალანსი მეთაფლეობას. ამ დროს მომთაბარე მეფუტკრეების ოჯახი შემოიჭრება მის მიწაზე და მის საარსებო წყაროს განადგურებით ემუქრება.” – ასეთია ფილმის მოკლე შინაარსი, რომელიც ნამდვილად შეძლებს თქვენი მოლოდინების გამართლებას და საყვარელ ფილმებში სათანადო ადგილის დაკავებას.
ადამიანი ობობა (2002)
პიტერ პარკერი ხომ არ მოგნატრებიათ? ეს 2002 წლის ადამიანი ობობა ნამდვილად ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი და სამახსოვრო ფილმია. მისი ყურება კი Hulu-ზეა შესაძლებელი.